შინაარსზე გადასვლა

მთავარი გვერდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

რჩეული სტატია

უილიამ ბლეიკიინგლისელი პოეტი, ფერმწერი და ლითოგრაფი. სიცოცხლეში მეტწილად არაღიარებული ბლეიკი შემდგომში რომანტიზმის ეპოქის პოეზიისა და სახვითი ხელოვნების ისტორიაში ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ფიგურად იქცა. მიუხედავად იმისა, რომ ფელპემში გატარებული სამი წლის გარდა, მთელი ცხოვრება ლონდონში გაატარა, ბლეიკმა შექმნა მრავალფეროვანი და სიმბოლოებით მდიდარი შემოქმედება, რომელშიც წარმოსახვა განიხილებოდა როგორც „ღვთიური სხეული“ ან თავად „ადამიანური არსებობა“. მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვენი ბლეიკს მისი იდიოსინკრეტული ხედვების გამო შეშლილად მიიჩნევდნენ, მოგვიანებით კრიტიკოსებმა და მკითხველებმა მაღალი შეფასება მისცეს მის ექსპრესიულობას, შემოქმედებით უნარს და მის ნამუშევრებში არსებულ ფილოსოფიურ და მისტიკურ სიღრმეებს. მისი ფერწერა და პოეზია განიხილება როგორც რომანტიკული, ასევე წინარომანტიკული მოძრაობის ნაწილად. თეისტი ბლეიკი, რომელიც საკუთარ, მარკიონიტული სტილის თეოლოგიას ანიჭებდა უპირატესობას, მტრულად იყო განწყობილი ინგლისის ეკლესიის (და ზოგადად, ორგანიზებული რელიგიის თითქმის ყველა ფორმის) მიმართ. მასზე გავლენა მოახდინა საფრანგეთისა და ამერიკის რევოლუციების იდეალებმა და ამბიციებმა. მოგვიანებით მან გადახედა და უარყო მრავალი პოლიტიკური შეხედულება, თუმცა მაინც ინარჩუნებდა მეგობრულ ურთიერთობას პოლიტიკურ აქტივისტ თომას პეინთან. მასზე გავლენების მიუხედავად, ბლეიკის შემოქმედების უნიკალურობა მის კლასიფიკაციას ართულებს. XIX საუკუნის მკვლევარმა უილიამ მაიკლ როსეტიმ მას „დიდებული მნათობი“ უწოდა და დაახასიათა როგორც „ადამიანი, რომელსაც ვერც წინამორბედებმა დაასწრეს, არც თანამედროვეებს მიეკუთვნება და ვერც ცნობილი თუ სავარაუდო მემკვიდრეები შეცვლიან“.

დღის სტატია

დაიანა 1995 წელს
დაიანა 1995 წელს

დაიანა, უელსის პრინცესა (ინგლ. Diana Princess of Wales, ქალიშვილობის გვარით სპენსერი; დ. 1961 წლის 1 ივლისს სანდრიგემში, ნორფოლკი — გ. 1997 წლის 31 აგვისტოს, პარიზში) — პრინც ჩარლზის პირველი ცოლი და ბრიტანეთის ტახტის მემკვიდრე. ცნობილია როგორც პრინცესა დაიანა, ლედი დაიანა ან ლედი დი.

დაიანა გრაფ სპენსერის ქალიშვილი და სპენსერ-ჩერჩილების ოჯახის წარმომადგენელი იყო, საიდანაც ჰერცოგი მელბურნი და უინსტონ ჩერჩილი იყვნენ.

დაიანამ პრინცი ჩარლზი საქველმოქმედო საღამოზე გაიცნო, 1981 წელს კი ცოლად გაჰყვა. ერთი წლის თავზე პირველი ვაჟი — უფლისწული უილიამი შეეძინათ, 1983 წელს კი მეორე ვაჟი, ჰარი დაიბადა.

დღის სურათი

დევონშირის ლოჯი, უინძორი, კანადა.
დევონშირის ლოჯი, უინძორი, კანადა.
დევონშირის ლოჯი, უინძორი, კანადა.

სიახლეები

ჰარალდ V

მიმდინარე: საქართველოს საპროტესტო აქციები; რუსეთის შეჭრა უკრაინაში; ისრაელ-ჰამასის ომი; ირან-ისრაელის ომი.


31 აგვისტო — ამ დღეს...

აბდულ ჰამიდ II
აბდულ ჰამიდ II

იცით თუ არა, რომ?

ვიკიპედიის ახალი მასალებიდან:
უილიამ პიტი
უილიამ პიტი